среда, 10 декабря 2014 г.

დღე მეცხრე, რეფლექსია

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. 
დავასრულეთ სასწავლო პროექტის წერა და ჩემი პორტფოლიო დავდე და გავაზიარე ჩემს ბლოგზე.
ინტელის ტრენინგი იყო მრავლისმომცველი და ძალიან საინტერესო. ასეთი  სახელმძღვანელო შექმნა ნამდვილად დიდი დახმარება იყო მასწავლებლებისთვის. ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ცოტა ბუნდოვანი იყო ჩვენთვის ახლა გასაგები გახდა.  ეს ტრენინგი დამეხმარება შემდგომში სასწავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.           დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც დაგეგმეს ეს ტრენინგი.დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს, ჩვენს საყვარელ ტრენერს.

вторник, 9 декабря 2014 г.

დღე მერვე, რეფლექსია

დღეს დაწვრილებით გავიარეთ და გავწერეთ აქტივობები.  შევავსეთ პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. გადავხედეთ პროექტის მოკლე შინაარსს და დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.

воскресенье, 7 декабря 2014 г.

დღე მეშვიდე, რეფლექსია

გავაზიარეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრაზენტაცია ტრენერთან და მოვახდინეთ მისი წარდგენა ჯგუფში, მოვახდინეთ უკუკავშირი.
მოსწავლეთა საჭიროებების განსასაზღვრელად გავაკეთეთ ონლაინ ტესტები Google drive-ს საშუალებით.
განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის ჩვენი ჩეკლისტები და დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციების კეთება.