среда, 10 декабря 2014 г.

დღე მეცხრე, რეფლექსია

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. 
დავასრულეთ სასწავლო პროექტის წერა და ჩემი პორტფოლიო დავდე და გავაზიარე ჩემს ბლოგზე.
ინტელის ტრენინგი იყო მრავლისმომცველი და ძალიან საინტერესო. ასეთი  სახელმძღვანელო შექმნა ნამდვილად დიდი დახმარება იყო მასწავლებლებისთვის. ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ცოტა ბუნდოვანი იყო ჩვენთვის ახლა გასაგები გახდა.  ეს ტრენინგი დამეხმარება შემდგომში სასწავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.           დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც დაგეგმეს ეს ტრენინგი.დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს, ჩვენს საყვარელ ტრენერს.

вторник, 9 декабря 2014 г.

დღე მერვე, რეფლექსია

დღეს დაწვრილებით გავიარეთ და გავწერეთ აქტივობები.  შევავსეთ პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. გადავხედეთ პროექტის მოკლე შინაარსს და დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.

воскресенье, 7 декабря 2014 г.

დღე მეშვიდე, რეფლექსია

გავაზიარეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრაზენტაცია ტრენერთან და მოვახდინეთ მისი წარდგენა ჯგუფში, მოვახდინეთ უკუკავშირი.
მოსწავლეთა საჭიროებების განსასაზღვრელად გავაკეთეთ ონლაინ ტესტები Google drive-ს საშუალებით.
განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის ჩვენი ჩეკლისტები და დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციების კეთება.



суббота, 6 декабря 2014 г.

დღე მეექვსე, რეფლექსია

დღეს ძალიან ნაყოფიერი დღე გვქონდა ,ვნახეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები, შევარჩიეთ კონკრეტული ფორმები ჩვენი პროექტისათვის გავუკეთეთ ადაპტირება, განვიხილეთ მე-2 მოდულის აქტივობა 4, მოსწავლეთა საჭიროების განსაზღვრა, აქტივობა მე-5 , სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შექმნა, ვნახეთ ნიმუშები და გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, თანდათანობით ივსება და ყალიბდება ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმა. დღეს ჩავწერე სასწავლო პროცედურები.

пятница, 5 декабря 2014 г.

მეხუთე დღე, რეფლექსია

დავწერეთ მიზნები ჩვენი პროექტისათვის, მიმართულების მიმცემი კითხვები ჩავწერეთ google drive-ში, გავუზიარეთ და დავუკომენტარეთ ერთმანეთს.
განვიხილეთ სახელმძღვანელოს მე-2 მოდულის მე-3 აქტივობა - შეფასების სხვადასხვა მეთოდები. განვიხილეთნშეფასების 5 სხვადასხვა სტრატეგია , შევარჩიეთ მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები და შევიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში.
დღემ საინტერესოდ და წარმატებულად ჩაიარა. განსაკუთრებით მომეწონა კომენტარები google drive-ში.

среда, 3 декабря 2014 г.

მეოთხე დღე, რეფლექსია


საშინაო დავალება შევასრულე, დავბეჭდე ძალიან ლამაზი ბროშურა,
დღეს გადავედით Inteli-ის სახელმძღვანელოს  2 მოდულზე, შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ვილაპარაკეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების მნიშვნელობაზე, მოვძებნეთ ელექტრონულად ესგ და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის სტანდარტები. ჩავსვით პროექტის გეგმაში.
ვისაუბრეთ მიზნებზე, განვასხვავეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები, გავეცანით ბლუმის განახლებული ტაქსონომიის დოკუმენტს.
გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს და ვივარჯიშეთ მის დასმაში.
საშინაო დავალება: მიმართულების მიმცემი კითხვების მოფიქრება.

დღევანდელმა დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. 

воскресенье, 30 ноября 2014 г.

მესამე დღე, რეფლექსია

             სახელმძღვანელოში გავეცანით 1 მოდულის მე-4 აქტივობა - პუბლიკაციის მომზადება. დავათვალიერეთ ნიმუშები, შემდეგ ჯგუფებში გავაკეთეთ პუბლიკაციის ნიმუშები. ნაწილობრივ გადავიტანეთ ბროშურის შაბლონში. განვიხილეთ google drive . ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა და გაზიარება.
საშინაო დავალება: ბროშურის დამზადება.

მეორე დღე, რეფლექსია

                 დღეს დავიწყეთ intel- ის სასწავლო კურსი პროექტებით სწავლება. ტრენინგი ტარდება რუსთავის მე-20 სკოლაში. ჩვენი ტრენერია ხათუნა ციხელაშვილი, საოცრად გადამდები ენერგიის ადამიანი, რომელიც მრავალ საინტერესო და ჩვენთვის სასარგებლოდ რამეს გვასწავლის.
დღეს გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს სასწავლო პროექტების კეთება, რომელშიც უამრავი მასალა და სასწავლო რესურსია თავმოყრილი. შევქმენით ჩვენი საქაღალდეთა იერარქია და მოვიფიქრეთ სასწავლო პროექტის იდეა. 
ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ძალიან გამომადგება.